(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია 8 ოქტომბერს მოსკოვში მის რუს კოლეგას ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. მინისტრებმა ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინს შორის 6 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელეს.
როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური იუწყება, ორი ქვეყნის მინისტრებმა საზღვრის ერთობლივი პატრულირების, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა კანონის თანახმად შესაძლო ექტრადირებისა და ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.