(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გუშინ, 7 ოქტომბერს, გვიან ღამით პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოსკოვში მის რუს კოლეგას ხვდება და მათი საუბრის თემა პანკისის ხეობაა.
6 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის უშიშროების სამსახურები პანკისის ხეობაში და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული მდგომარეობის დარეგულირების საკითხში ითანამშრომლებენ. პრეზიდენტებმა ასევე მოილაპარაკეს, რომ ამ სფეროში სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ.
“ხაბურძანია ჩემი წარმომადგენელი იქნება და ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას გაუწევს კოორდინაციას”, აღნიშნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.