(თბილისი, 16 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 16-18 სექტემბერს სომხეთს სტუმრობს, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებს და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება.