(თბილისი, 11 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა გასულ წელს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით.
“წერილში დიდი მწუხარება გამოვთქვი ამ ტრაგედიასთნ დაკავშიებით. საქართველო მხარს უჭერს აშშ-ის ანტიტერორისტულ კამპანიას. ტერორიზმი მთელს მსოფლიოში უნდა აღმოიფხვრას”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 11 სექტემბერთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო, რომელშიც დაგმობილია საერთაშორისო ტერორიზმი და მისი მხარდამჭერი ქვეყნები.