(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს გამართულ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, რომელიც არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს იძიებს, 2 ივნისის თბილისის ადგილობრივი არჩევნებისას მიცემული ხმების გათავლის პროცესი გააკრიტიკეს.
ერთი თვის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წევრებმა ხმათა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გადათვალეს. ცსკო-ს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ვერ დაასახელა თარიღი, როდესაც ხმათა გადათვლის პროცესი დასრულდება.
დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით რჩება შტაბეჭდილება, რომ “ხმათა გადათვლის პროცესი ხელოვნურად არის გაჭიანურებული.”