(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 სექტემბერი, 2002) – დღეს საქართველოში რუს ექსპერტთა 20-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა. ისინი ქართველებთან ერთად 23 აგვისტოს ილტოს ხეობის დაბომბვის ფაქტს გამოიძიებენ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
რუსული დელეგაცია უახლეოს ხანებში ილტოს ხეობაში დაბომბილ ადგილებს მოინახულებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს მათი ვიზიტი საქართველოში.
23 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. საქართველოს ხელისუფლება დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებს.