პუტინი ტერორისტების “მშვიდობიან გაძევებას” არ ემხრობა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 სექტემბერი, 2002) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 4 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძ წერილით მიმართა, სადაც ღრმა შეშფოთება გამოთქვა პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გამო, იუწყება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსამსახური.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტებისა და ჩეჩენი მებრძოლების განსადევნად პოლიტიკური ნების ქონა და კონკრეტული ზომების მიღებაა საჭირო. “ტერორისტებზე მშვიდობიანი ზეწოლის ტაქტიკა მიუღებელია”, აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ქარველმა სამართალდამცველებმა ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება პანკისის ხეობაში 23 აგვისტოს დაიწყეს. ოპერაციას, ჯერ-ჯერობით, შეიარაღებული შეტაკებები არ მოჰყოლია.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ოპერაცია წარმატებული იქნება და ქართველი სამართალდამცველები ტერორისტებს დააკავებენ და განაიარაღებენ, შემდეგ კი რუსულ მხარეს გადასცემენ. ამ მხირვ, რუსეთი მზად არის საქართველოს ყველანაირი დახმარება გაუწიოს, ამბობს იგი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე ყველა ფრენის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version