(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 4 სექტემბერი, 2002) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 2002 წლის აგვისტოს ბიუჯეტი გარღვევის გარეშე შესრულდა.
აგვისტოს საბიუჯეტო შემოსავლებმა 14 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს შემოსავლებზე მეტია.
ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობი რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო მონაცემები. შესაბამისად, ცენტრალურ ბიუჯეტში აჭარიდან თანხა არ გადარიცხულა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აჭარის წილი ბიუჯეტში სხვა რეგიონების ხარჯზე შეივსო.