(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობაში დაკავებულ ეთნიკურ არაბს.
ეჭვმიტანილს დაკავებისას საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი არმოუჩინეს ჰალედ ომარ ალის სახელზე. ქართველი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ პასპორტი შეიძლება ყალბი იყოს.
ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებული პიროვნება ჯერ-ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. მას წაუყენეს საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდება და ასევე, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა. რომელ ორგანიზაციაზეა ლაპარაკი, სამართალდამცავები ჯერ არ აკონკრეტებენ.