8 რუსი მესაზღვრე თავისიანებმა მოკლეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – 8 რუსი სამხედრო მოსამსახურე თავიანთმა ორმა დაკარგულმა თანამოსამსახურემ მოკლა, – განაცხადა 25 აგვისტოს ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხამატან ალბაკოვმა. ამ განცხადების გაკეთებისას იგი მკვლელობის ადგილზე წინასწარი გამოძიებისასა ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემებს დაეყრდნო.

ნაზრანის სასაზღვრო ნაწილის 8 სამხედრო მოსამსახურე 22 აგვისტოს მოკლეს, ხოლო ორი მათი თანამოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამავე დროს, ინგუშეთის შსს განაგრძობს სხვა ვერსიაზე მუშაობასაც, რომლის თანახმადაც რუსი მესაზღვრეები შეიძლება ჩეჩენ მებრძოლებს დაეხოცათ.

25 აგვისტოს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადება, რომლის თანახმადაც, “გამორიცხული არ არის, რომ “ორი მესაძღვრე ჩეჩენ მებრძოლებს გაეტაცათ და საქართველოს ტერიტორიაზე გადაეყვანათ”.

Exit mobile version