ორშაბათიდან პარლამენტის პლენარული სხდომები განახლდება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები განახლდება. საინფორმაციო ბიურო გეა-ს ცნობით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით გაიმართა.

25 აგვისტოს დეპუტატები შეიმუშავებენ დადგენილების ტექსტს, რომელიც გამოხატავს პარლამენტის რეაქციას დაბომბვასთან დაკავშირებით.

დეპუტატები ასევე აპირებენ საქართველოს ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან შეხვედრასაც.

Exit mobile version