რუსულმა ბომბებმა მშვიდობიანო მოსახლის სიცოცხლე შეიწირეს

რამდენიმე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა (სავარაუდოდ 4-მა) 23 აგვისტოს დილით ილტოსა და პანკისის ხეობები დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა შვიდი ადამიანი. ეს არიან მრავალრიცხვოვანი რუსული დაბომბვების პირველი მსხვერპლია.

იტუმ-კალეში რუსეთის ფედერალურ ძალებსა და ჩეჩენ მებრძოლებს შორის 29 ივლისის შეტაკების შემდეგ რუსულმა ავიაციამ უკვე 4-ჯერ დაბომბა პანკისი და მიმდებარე ტერიტორია. “თუ დაბომბვები კვლავაც გაგრძელდება, საქართველო იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება მათ შესაჩერებლად”, – განუცხადა შევარდნაძემ ჯურნალისტებს 23 აგვისტოს.

ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ რუსეთი გამუდმებით აბრალებს საქართველოს პანკისში ჩეჩენი მებრძოლების შეფარებას. ბრალდებების ახალი ტალღა ჩეჩენ მებრძოლებსა და რუსეთის ფედერალურ ძალებს შორის კონფრონტაციის გაზრდას მოჰყვა. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, ფედერალური ძალების მიერ შევიწროებული ჩეჩნები იყენებენ საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ კი პანკისის ხეობას, როგორც უკანდასახევ პოზიციას გადაჯგუფებისა და წინააღმდეგობის გაგრძელებისათვის.

ზოგიერთმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ითუმ-კალეს შეტაკების შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა არ დაუტოვებს ჩეჩნებს სხვა გზა, გარდა საქართველში გადმოსასვლელი გზისა და შემდეგ დამსჯელი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რუსეთის დავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთს ისევე აქვს ჩეჩენი ტერორისტების დევნის უფლება, როგორც ამერიკელებს  – ალ-ქაედელებისა.

“უკვე დროა რუსეთმა შეწყვიტოს ქართულ სოფლებზე თავდასხმები, ხოლო თუ რუსული ჯარები თავის პრეზიდენტს არ ემორჩილებიან, ეს უკვე პუტინის პრობლემაა” – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაბომბვასთან დაკავშირებით.

დღევანდელი დაბომბვა განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ პანკისის პრობლემის გადაჭრას შინაგანი ჯარების მეშვეობით სამხედრო ოპერაციიის განხორციელების გზით აპირებს.

დაბომბვით გამოწვეული მსხვერპლი კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის. თავდასხმის საპასუხოდ თბილისის მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად რუსეთის საელჩოს წინ შეიკრიბა. ამავე დროს, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ნებისმიერ კავშირს დღევანდელი დაბომბვის ფაქტთან.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Exit mobile version