სერგეი ივანოვი თვლის, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები მოვალეობებს ვერ ასრულებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 აგვისტო, 2002) – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა რომ საქართველოსი ეუთო-ს დამკვირვებელთა მისია მოვალეობებს თავს ვერ ართმევს. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო “რია ნოვოსტი”.

ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემისას პანკისის ხეობაში ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ანტიტერორისტული ოპერაციის კონტროლში რუსი დამკვირვებლების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ივანოვმა განაცხადა: “ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ ამ საკითხს ქართული მხარის წინაშე, მაგრამ მისი რეაქცია ყველასთვის ცნობილია”.

“იქ მოქმედებს ეუთო-ს დამკვიურვებელთა მისია, მაგრამ ცოტა ხნის წინ მომხდარი საომარი მოქმედებების დროს საქართველო-რუსეთის საზღვართან ბოევიეკებმა ცხვირწინ ჩაუარეს ამ დამკვირვებლებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

“იქ ამ დამკვირვებელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია”, – აღნიშნა სერგეი ივანოვმა.

Exit mobile version