(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 აგვისტო, 2002) – წინასწარი ინფორმაციის თანახმად, რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ერთი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა, განაცხადა დღეს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
“დღეს გამთენიისას რუსეთის 10-მა თვითმფრინავმა პანკისის ხეობის მახლობელი იტლოს ხეობა დაბომბა”, აღნიშნა მინისტრმა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ტერიტორია არ დაუბომბავთ.