თელასის ფინანსური მენეჯერის მკვლელობას ფედერალური ბიურო გამოიძიებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – აშშ-ის ენერგო გადამანაწილებელი კომპანიის ეი-I-ეს-ის ვიცე-პრეზიდენტმა გარი ლევესლიმ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ეი-ი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობას აშშ-ის ფედერალური ბიურო გამოიძიებს. ლევესლი თბილისში აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

ეი-ი-ეს თელასისის ფინანსური მენეჯერი 14 აგვისტოს მის საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს. მას თავში ერთი ტყვია აქვს ნასროლი.

“ლომინაძეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა და ეჭვი არ უნდა იყოს, რომ მისი მკვლელობა მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული”, აღნიშნა გარი ლევესლიმ 20 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Exit mobile version