სარაკეტო საწვავი სასუქად აქციეს საქართველოში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – ეუთო-ს პრეს-რელიზის თანახმად, ეუთო-ს მიერ დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდა, რომლის მეშვეობითაც ფეთქებადსაშიში სარაკეტო საწვავი სასუქად იქნა გარდაქმნილი.

ყოფილ საბჭოთა ავიაბაზაზე სოფელ მერიაში (დასავლეტი საქართველო) შენახული 400 ტონა სარაკეტო საწვავი სასუქად იქნა გარდაქმნილი, რომელიც იმავე რეგიონის ნიადაგის გასანოყიერებლად გამოიყენება.

ეს პროექტი ეუთო-ს ფონდებისა და გერმანიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების დახმარებით განხორციელდა. ამასთან ერთად, გერმანიამ საქართველოში ექსპერტებიც მოავლინა.

პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო-ს მიმართა თხოვნით, რათა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სარაკეტო საცავები გაუვნებელყოფილ იქნეს. ეუთო კვლავ აგრძელებს ფონდების მოძიებას მსგავსი პროექტების საქართველოში განსახორციელებლად.    

Exit mobile version