ქართველმა მესაზღვეებმა კიდევ ორი ჩეჩენი დააკავეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 აგვისტო, 2002) – 20 აგვისტოს ქართველმა მესაზღვეებმა რუსეთ-საქართველოს საზღავრთან ახლოს, ქართულ ტერიტორიაზე კიდევ ორი ჩეჩენი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაკავებულთაგან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა იარაღი.

ჩხეიძის თქმით, დაკავებულთა შესახებ ოფიციალური ცნობა გაეგზავნება რუსეთის ხელისუფლებას და მათი ვინაობის დადგენის შემდეგ შეიძლება დადგეს საკითხი მათი რუსეთში ექსტრადიციის შესახებ.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა მიმდინარე წლის აგვისტოში, როცა ქართველი მესაზღვრეები ჩეჩნებს აკავებენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ამჟამად საქართველოს სამართალდამცავები სწავლობენ რუსეთის მხარის მიერ გადმოცემულ დოკუმენტაციას 3-5 აგვისტოს დაკავებულ 13 ჩეჩენთან დაკავშირებით, რომელთა ექსტრადიციასაც მოსკოვი მოითხოვს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
გენერალურმა პროკურატურამ რუსეთიდან მასალები მიიღო დაკავებულ ჩეჩნებთან დაკავშირებით
რუსეთი დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციას უშედეგოდ მოითხოვს

Exit mobile version