ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – დღეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ჩამოდიან ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაქეინი და ფრედ ტომფსონი, რომლებიც დღესვე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.

შეხვედრებზე საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ.

თბილისში ვიზიტის დროს სენატორები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილსა და თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძესაც შეხვდებნიან.

ამ თვეში ეს ამერიკელი სენატორების მესამე ვიზიტია უკვე საქართველოში.

Exit mobile version