პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები ჯერ არ შეუყვანიათ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები ჯერ არ შეუყვანიათ, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” შინაგანი ჯარების პრეს-სამსახურში.

“თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის”, დასძინა შინაგნი ჯარების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილების ხეობაში შეყვანის თაობაზე საუბრისას.

14 აგვისტოს პანკისის ხეობაში გამართული უხუცესების კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ქართული ჯარების ხეობაში შეყვანა მოითხოვა.

შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილების შესვლა ჯერ კიდევ შაბათს იყო ნავარაუდევი. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო.

შაბათს ვითრების ადგილზე გასაცნობად შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი თელავში ჩავიდა.

Exit mobile version