(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 14 აგვისტო, 2002) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს “შევარდნაძის ხელისუფლების მიერ ინსცენირებულს” უწოდებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის “სიმულაცია შიდა პოლიტიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყორადღების გადატანას ისახავს მიზნად.”
“ასე იყო შარშან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილებით ჩეჩენი მეომრები პანკისიდან კოდორში გადაიყვანეს, სადაც აფხაზურ მხარესთან შეტაკებები დაიწყეს,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.