(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – დონა დოუსეთ-კოიროლო საქართველოს რეგიონულ დირექტორად დაინიშნა და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამხრეთ კავკასიის განყოფილებას გაუძღვება, იტყობინება მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი.
კოიროლო თავისი მოვალეობების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება. მან ამ პოსტზე შეცვლა ჯუდი ო’ქონორი.
ეს განყოფილება პასუხისმგებელია მსოფლიო ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.