(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 აგვისტო, 2002) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლითაც უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების “იროკეზის” მარკის ვერტმფრენები კოდორის ხეობის თავზე რეიდებს ასრულებენ.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე აფხაზეთში საჰაერო რეიდებს ასრულებს, რითაც 1994 წლის შეთანხმებას და სხვა შეთანხმებებს არღვევს.
“იროკეზის” მარკის ვერთმფრენები საქართველოს აშშ-ის მთავრობამ გადასცა გასულ წელს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ საქართველოს ვერტმფრენები მხოლოდ სასწალო ფრენებს ახორციელებენ მათი დისლოკაციის ადგილებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე თბილისთან და თელავთან, რაც კოდორის ხეობიდან ასეულობით კოლიმეტრითაა დაშორებული.