იეღოველები სტრასბურგში ჩივიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 ივლისი, 2002) – დღეს საქართველოში რელიგიური ძალადობის 99-მა მსხვერპლმა სარჩელი შეიტანეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

როგორც საქართველოს იოღოველთა კავშირი იტყობინება ყველა კონკრეტული შემთხვევა გაერთიანებულია 30 საქმეში. მათ შორისაა ორი წლის წინ ზუგდიდში იოღოველთა კონგრესის დარბევის ფაქტიც.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ექცევა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ქვეშ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის გამო.

Exit mobile version