გერმანია საქართველოს ეხმარება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 ივლისი, 2002) – გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია დღეს საქართველოში ჩამოვიდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

25 ივლისს ქართული და გერმანული მხარეები თანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის 25 მილიონ ევროს გამოყოფს.

Exit mobile version