(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 ივლისი, 2002) – საქართველოში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
პრეზიდენტის თქმით, უცხოელთა მიმართ ჩადენილი დანაშაული არ არის მიმართული მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიმართ, ის მიმართულია მთლიანად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოყალიბება და გაწვრთნა იგეგმება. ეს რაზმი ადამიანთა გამტაცებელ დანაშაულებრივ დაჯგუფებების აყვანაზე იმუშავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე უცხოელთა წინააღმდეგ 37 დანაშაული იქნა ჩადენილი, რომელთა უმრავლესობა თბილისს უკავშირდება.