(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – დღეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია კავკასიში – თანამშრომლობა მშვიდობისათვის” გაიხსნა.
მასში მონაწილეობას იღებენ კავკასიაში არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები.
“ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს კავკასიაში რელიგიებს შორის ურთიერთგაგებასა და მშვიდობას,” განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.