(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – “პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიება ვერსიებს ამუშავებს. არსებობს ვარაუდი, რომ შოუს გატაცება მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით არ მომხდარა”, განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.
“შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქის გატაცება სახელმწიფოსა და სამართალდამცველი სტრუქტურების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამის ვარაუდის საფუძველს გამტაცებელთა ვინაობა იძლევა”, აღნიშნა ნარჩემაშვილმა.
მინისტრის თქმით, შოუს გატაცების ფაქტი ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია და არის იმედი, რომ ეს საქმე მალე გაიხსნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე საქართველოში უცხოელი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული 37 ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა თბილისში მოხდა.
აგრობიზნესბანკის თანადირექტორი პიტერ შოუ თბილისიდან ზუსტად ერთი თვის წინ, 18 ივლისს გაიტაცეს.