ხელი მოეწერა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის ხელშეკრულებებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – დღეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ანატოლი კინახმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის თაობაზე.

აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და განატლების სფეროებში. დღესვე ხელი მოეწერა შეთანხმებას ორი ქვეყნის “სახელწიფო საიდუმლოების ურთირთდაცვის თაობაზეც”.

საქართველოში ანატოლი კინახის ვიზიტის მსვლელობისას შეიქმნა საქართველო-უკრაინის “მეწარმეთა კომიტეტი”, რომელიც ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

უკრაინის პრემიერმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და კიევში გაემგზავრა.

Exit mobile version