იუსტიციის სამინისტრომ რელიგიის შესახებ კანონპროექტი მოამზადა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – იუსტიციის სამინისტრომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში რელიგიის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ დეპუტატები პოლიტიკური პარტიებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

კანონპროექტი საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს.

როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა ირაკლი ანდიაძემ განაცხადა, ის არ ეთანხმება კანონპროექტის ზოგიერთ პუნქტს, თუმცა მთლიანობაში მას მიესალმება.

საპატრიარქო ეწინააღდმეგება პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირების უფლება აქვს იმ რელიგიურ დაჯგუფებას, რომლის წევრთა რაოდენობა 50-ზე მეტია.

Exit mobile version