მორიგი თავდასხმა უცხოელზე

14 ივლისს თბილისში თავს დაესხნენ და გაქურდეს შვედეთის მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მძარცველებმა დაზარალებული ძლიერ სცემეს და ავტომობილი წაართვეს.

18 ივნისს თბილისიდან გაიტაცეს ბრიტანეთის მოქალაქე, რომლის ადგილ-სამყოფელი დღემდე დაუდგენელია. 2 ივლისიდან დაკარგულად ითვლება გერმანელი ბიზნესმენი.

 

Exit mobile version