(თბილისი, 13 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საზღრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ჩხეიძე 13-19 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
მხარეები მესაზღვრეებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
ქართველი მესაზღვრეები აშშ-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.