(თბილისი, 28 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს თბილისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული ხმების გადათვლის პროცედური წესზე მსჯელობა დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის სარჩელი და ცსკო-ს ხმების გადათვლა დაავალა. ამის მიზეზი უამრავი პროცედურული დარღვევა იყო, რომელიც საქართველოს დედაქალაქში არჩევნებისას დაფიქსირდა.
სალქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ცსკო-მ გადათვლის პროცედურის წესი 3 ივნისამდე უნდა შეიმუშაოს.
არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში ყველაზე მეტი ხმები ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვეს.