საერთაშორისო კონფერენცია – კავკასია ნარკოტიკების გარეშე

თბილისში 25-26 ივნისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია “კანვკასია ნარკოტიკების გარეშე.”

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შესაბამისისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

კონფერენციაზე განხილული იქნება რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. შეხვედრის ბოლოს დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალურ პროგრამას.

Exit mobile version