(თბილისი, 24 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 24-28 ივნისს იტალიაში ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედრებს ვატიკანშიც გამართავს.
ნინო ბურჯანაძე აპირებს შეხვდეს მის იტალიელ კოლეგას, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს საელჩო იტალიაში ნინო ბურჯანაძის პრესკონფერენციას უმასპინძლებს.