(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განიხილოს შალვა ნათელაშვილის სარჩელი, რომელიც “ეი-ი-ეს თელასსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს.
ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ ხელშეკრულება საქართველოსთვის კაბალურია და უნდა გაუქმდეს.
იმ შემთხვევაში თუ შალვა ნათელაშვილმა პროცესი მოიგო. ამერიკული კომპანია იძულებული იქნება საქართველო დატოვოს.