(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა 21 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
“აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მას არ სურს ვითარების გამწვავება საქართველოში. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად არასდროს დაუყენებია საკითხი მანდატის შეწყვეტის შესახებ, ლაპარაკია მხოლოდ მანდატის ფორმატის შეცვლაზე”- განაცხადა მენაღარიშვილმა.