(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – სასამართლომ უშიშროების სამინისტროს მაიორს სიმონ მჭედლიძესა და რუსეთის მოქალაქეს არტულ ლუდკოვს იარაღით უკანონოდ ვაჭრობის გამო 20 ივნისს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სამართალდამცველებმა 18 ივნისს ნატახტართან “ლენდ კრუიზერის” მარკის ავტომობილი დააკევეს, რომლითაც მჭედლიძესა და ლუდკოვს 9 ერთეული რაკეტა და 3 ერთეული ყუმბარმტყორცნი გადაჰქონდათ.
პარტიზან დავით შენგელიას განცხადებით, აღნიშნული იარაღი პარტიზანულ დაჯგუფება “ტყის ძმებს” ეკუთვნის.