აბაშიძემ და ლოშჩინინმა აფხაზეთის კონფლიქტზე იმსჯელეს

(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ასლან აბაშიძე მის რუს კოლეგას ვალერი ლოშჩინინს გუშინ, 20 ივნისს, მოსკოვში შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ის ლოშჩინინთან საუბრობდა, საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის სტატუსს განიხილავდა.

საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსი არ არის განსაზღვრული. ასლან აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ახალი კონფრონტაციის გაღვივებას ემსახურება.

“ამ ეტაპზე მხარეები ჯერ უნდა შეთანხმდენენ სტატუსზე და მხოლოდ ამის შედმეგ განსაზღვრონ ის”, განაცხადა ასლან აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთისგან დამოუკიდებლად აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია.

Exit mobile version