(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის წინ შეკრებილები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
ისინი პარლამენტისაგან კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება ვერ მოახერხებს უახლოეს მომავალში პრობლემის მოგვარებას, მაშინ პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
დევნილები აგრეთვე მოითხოვენ რუსი მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას.
იძულებით გადაადგილებულ პირთა შეკრება ორგანიზებულია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ.