(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე ევროკომისიის თავმჯდომარეს რომანო პროდის ესაუბრა და მწუხარება გამოთქვა ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ გაგებით შეხვდნენ მომხდარს.
პრეზიდენტი შევარდნაძე ძალოვანი უწყებების მინისტრებს გათავისუფლებით დაემუქრა საქმის დაუყოვნებლივ გამოუძიებლობის შემთხვევაში.
გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს. ერთ-ერთი ვერსიით, შოუს გატაცება მის კომერციულ საქმიანობას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შექმნილია გამტაცებელთა ფოტორობოტი.
სახლში მიმავალი პიტერ შოუ ორი დღის წინ გაიტაცეს.