სამხედრო წვრთნები, რომელიც ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში ტარდება, თბილისის ახლოს მდებარე ვაზიანის ბაზაზე 17 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა და 28 ივნისამდე გასტანს. საქართველო ნატოს 6 წევრ და 9 პარტნიორ სახელმწიფოს 800-მდე სამხედროს მასპინძლობს. გახსნის ცერემონიას ყველა მონაწილე ქვეყნის შენაერთები დაესწრნენ.
ვაზიანი მასპინძლობს სამხედრო ნაწილებს კანადიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბრიტანეთსა და აშშ-დან (ნატოს წევრი სახელმწიფოები); ასევე სომხეთიდან, ავსრტიიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, რუმინეთსა და უკრაინიდან (ნატოს პარტნიორი ქვეყნები). წვრთნების გახსნაზე, როდესაც მზე უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა, ორკესტრმა ყველა ქვეყნის ჰიმნის 15-წამიანი ნაწილი დაუკრა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია თანახმაა ნატოში ინტეგრირებაზე, ის საქართველოში გამართულ წვრთნებში არ მონაწილეობს. რუსი სამხედროები ვაზიანის ბაზიდან გასული წლის ზაფხულში გავიდნენ, მაგრამ, როგორც ქართველი და უცხოელი სამხედრო ჩინოსნები აღნიშნავენ, მთლიანად განადგურებული ბაზა მოიტოვეს ზურგსუკან. ბაზის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია თურქეთის თავდავსი სამინისტროს დახმარებით გახდა შესაძლებელი. “კოოეპრეიტივ ბესტ ეფორტ 2002” ნატოს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ყოველწლიურ წვრთნას წარმოადგენს.
ვაზიანის ბაზაზე გამართული წვრთნების მიზანი მსუბუქი ქვეითი ქმედებების თვისებების გაზიარების გზით მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში ინდივიდუალურ და მცირე შენაერთების დონეზე სამხედრო ურთიერთქმედების გაუმჯობესებაა. სამხედრო წვრთნები ემყარება გაეროს მანდატით ჩატარებულ ნატოს სავარაუდო სამშვიდობო ოპერაციების სცენარს, რომელიც წვრთნებში მონაწილე ქვეითებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ის ძირითადი ამოცანები, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციების დროს სრულდება.
საქართველოში უკვე მეორედ ტარდება სამხედრო წვრთნები “პარტნიორობა-მშვიდობისათვის” ფარგლებში. გასულ წელს ფოთის პორტში ჩატარდა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პირველი წვრთნა კავკასიის რეგიონში. “და უმთავრესი მიღწევა არის ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის გაგრძელებას – პროცესისა, რომელიც არის ქართული შეიარაღებული ძალების შემდგომი ინტეგრირება ნატოს წვერი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან, იმ კარგი და საიმედო ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა პარტნიორობა მშვიდობისათვის” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ ლეიტენანტმა დავით თევზაძემ გახსნის ცერემონიაზე 17 ივნისს.
სამხედრო წვრთნები “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. გასულ წელს ფოთში ჩატარებული წვრთნები მთელს კავკასიის რეგიონში ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული პირველი პირველი წვრთნები იყო. “და უმთავრესი მიღწევა არის ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის გაგრძელებას – პროცესისა, რომელიც არის ქართული შეიარაღებული ძალების შემდგომი ინტეგრირება ნატოს წვერი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან, იმ კარგი და საიმედო ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა პარტნიორობა მშვიდობისათვის” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ ლეიტენანტმა დავით თევზაძემ 17 ივნისს გამართულ გახსნის ცერემონიაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წვრთნებისათვის ერთი მილიონი ლარი გაიღო. “ეს თანხა არ არის უმიზნოდ დახარჯული, რადგან ის ხმარდება საქართველოს ნატოსა და მთლიანად დასავლეთ ევროპულ საზოგადოებასთან კავშირების გამყარებას” – განაცხადა საქართველოს ჯარის ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, წვრთნების თანადირექტორმა ირაკლი ბატკუაშვილმა 15 ივნისის პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია ის, რომ ვაზიანის წვრთნებზე ერთ-ერთი ბატალიონის უფროსი პირველად მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ისტორიაში ქართველი ოფიცერი იქნება.
ყოველმა მონაწილე ქვეყანამ საკუთარი შენაერთები თავად დააფინანსა. ფინანსური სიძნელეების გამო უკრაინა წვრთნებს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ესწრება. ჯარისკაცები დაიყოფიან ეროვნულ ოცეულებად, რომელთაგანაც შედგება მრავალეროვნული ბატალიონები. “კბე 02”-ს განმავლობაში ჩატარდება როგორც საველე წვრთნა, ასევე ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციაც.
მრავალეროვნული სამედიცინო ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 20 სამედიცინო პერსონალისაგან შედგება, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ვაზიანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც წვრთნების თანადირექტორი, კანადის არმიის პოლკოვნიკი სერჟ ლაბე აღნიშნავს, ეს წვრთნები რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა და, ამდენად, მას არანაირი კავშირი არა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
“არ არის გამორიცხული, რომ ის მრავალეროვნული შენაერთები, რომლებიც დღეს წვრთნებში მონაწილეობენ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა ” – განუცხადა სივილ ჯორჯიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.
სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია