(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ექსპერტები საქართველოდან და რუსეთიდან 18 მაისს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატში შესაძლო ცვლილებებს განიხილავდნენ.
ქართული მხარე სამშვიდობოების მოქმედების არეალის გაფართოებას და მათი ბლოკ-პოსტების გალის რაიონის სიღრმეში გადატანას მოითხოვს, დევნილების შინ უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით.
ქართულ დელეგაციას მინსკში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა.
აფხაზური მხარე სამშვიდობოების მანდატში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია.