რუსეთის უშიშროების საბჭოს მეთაური საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

(თბილისი, 15 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 14 ივნისს მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დავით ბაქრაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მერაბ ანთაძეს შეხვდა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეხვედრაზე პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის შესახებ იმსჯელეს. მოლაპარაკებებზე ასევე კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებასაც შეეხნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგება და აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხიც იყო.

Exit mobile version