(თბილისი, 14 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სათათბიროს ზედა პალატა დღეს საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაზე მსჯელობს.
სავარაუდოდ, სამშვიდობოთა მანდატი 30 ივნისამდე გაგრძელდება, როგორც ამაზე დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე შეთანხმდნენ. დღეს არ განიხილება რუს სამშვიდობოთა მანდატის კიდევ უფრო მეტად გაგრძელების საკითხი.
საქართველო რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლასა და ბლოკპოსტების აფხაზეთის სიღრმეში გადატანას ითხოვს.