პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის მოხსენების მოსმენა გადადო

(თბილისი, 12 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს მთავრობის სხდომაზე მოხსენებით უნდა გამოსულიყო.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოხსენების მოსმენის გადადება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მინისტრის მოხსენება საქართველოს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე უნდა იქნას განხილული.

დავით თევზაძის მოხსენება სამინისტროში ანტიკორუფციულ მოქმედებებსა და თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას შეეხება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version