(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის სათათბიროს დსთ-ის ქვეყნებითან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი ხელმძღვანელობს, თბილისში დღეს ჩამოვიდა.
ქართული და რუსული მხარეები განაახლებენ მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების მიღების თაობაზე. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ის კოდორის ხეობაში რუს სამშვიდობოთა მოულოდნელი გამოჩენის გამო გადაიდო.
საქართველოს მხარის წარმომადგენლობას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი უძღვება.
1994 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმნტმა რატიფიკაცია გაიარა საქართველოს პარლამენტში, თუმცა მაშინ რუსეთის დუმას ის არ დაუმტკიცებია.
ამჯერად რუსული და ქართული მხარეები ხელშეკრულების ახალ პროექტზე მუშაობენ.