(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
თბილისის 394-ვე საარჩევნო უბანში დათვლილი ხმების მიხედვით თბილისის საკრებულოში ადგილების ყველაზე დიდი რაოდენობა ლეიბორისტულ პარტიას ერგო. საბოლოო ჯამში ადგილები თბილისის საკრებულოში ასე გადანაწილდა:
1. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 25.5% – 16 ადგილი
2. ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” – 23.7% – 15 ადგილი.
3. ახალი მემარჯვენეები – 11.36% – 6 ადგილი
4. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 7.27% – 4 ადგილი
5. ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 7.13% – 4 ადგილი
6. ბლოკი “აღორძინება – XXI” – 6.34% – 3 ადგილი
7. ბლოკი “ერთობა” – 4.13% – 2 ადგილი