პარლამენტმა ახალი ელჩები დაამტკიცა

(თბილისი, 8 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 7 ივნისის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს პეტრე ჩხეიძე საქართველოს ელჩად თურქმენეთსა და ავღანეთში, ხოლო გიორგი ბურდული – საქართველოს წარმომადგენლად ეუთო-ში.

პეტრე ჩხეიძე 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს წარმოამდგენელი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ხოლო გიორგი ბურდული 1998 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

ორივე კანდიდატურა პარლამენტმა ერთსულოვნად დაამტკიცა. 
 

Exit mobile version