(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის წევრი, ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერი დეპუტატები ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. დღეს პარლამენტში ამ ფრაქციის ოფიციალური წარდგენა მოხდება.
ფრაქციას, რომლის სახელიც “დემოკრატები” იქნება, გიორგი ბარამიძე უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ მაში 25-27 დეპუტატი გაერთიანდება.
ეს უკვე მეხუთე დაჯგუფებაა, რომელიც ყოფილ საპარლამენტო უმრავლესობას – მოქალაქეთა კავშირს 2001 წლიდან მოყოლებული.