(თბილისი, 5 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ზუგდიდსა და ხაშურში განმეორებითი არჩევნები 9 ივნისისთვის დანიშნა.
ადგილობრივი თვითმმართვთველობის არჩენვები ზუგდიდში საარჩევნო პროცედურების სრული დარღვევის გამო გადაიდო.
2 ივნისს ხაშურში არ ჩაუტანიათ საარჩევნო ბიულეტებები, რის გამოც არჩენვები ვერც ჩატარდა.
განმეორებითი არჩენვები 9 ივნისს რუსთავშიც გაიმართება.